„წარმოდგენა არ მაქვს, რა დევს საქმეში და არც ის ვიცი, რომელი მოსამართლე გარეგნულად როგორ გამოიყურება და ვის რა სახელი ჰქვია", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
წულუკიანი „რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.
„მე პატივს ვცემ იმ სასამართლოს, რომელიც დღეს არსებობს. ბატონ ნიკას [გვარამია], მე ბევრჯერ ვთქვი, ამ ემოციურ ფონზე შეუძლია ძალიან ბევრი რამ დამაბრალოს. სასამართლო გადაწყვეტილება ერთადერთი, რაც მედიაში გამოქვეყნდა, ამასწინათ, რამდენიმე თვის წინ, ვნახე და ჩემი აზრიც ვთქვი, რომ რაღაც ფილოსოფიურ დოქტრინას უფრო ჰგავდა, ვიდრე სასამართლოს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. სასამართლო არის ჩემგან დამოუკიდებელი. ამისთვის ვიბრძოდი მე მრავალი წელი, ეს მიღწეულია", - განაცხადა წულუკიანმა.