შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა.
ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.