logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ვერეს ხეობაში ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები შენდება
- +

11 ივნისი. 2016. 13:47


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვერეს ხეობაში ორ ადგილას ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები შენდება, რაშიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა ჩართული.



კეთდება მდინარე ვერ კალაპოტის ფორმირების პროექტი, რომელიც მისი კალაპოტის მცირედით ცვლილებებს, გამაგრებას მოიცავს. გარდა ამისა, სახიდე გადასასვლელი გავაკეთეთ იქ, სადაც შედარებით ვიწრო ტერიტორია იყო და გასული წლის სტიქიის დროს გვირაბი დაზიანდა. ამდენად, ხიდმა მოგვცა საშუალება, უფრო მეტი წყლის მასა გავატაროთ და ძლიერი ნალექების შემთხვევაში, აქ საფრთხე არ არსებობს. ასევე, მყარად გავაკეთეთ გვირაბების სათავის მოწყობილობები. უშუალოდ დატბორვის ზონაში მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, ვინაიდან ყველა სახლი გამოვისყიდეთ და დემონტაჟი გავუკეთეთ. ასე რომ, რისკის დონე მინიმუმამდე არის დაყვანილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

დავით ნარმანია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროს თამარ ბაგრატიასთან ერთად დღეს სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სპეციალისტებმა წყლის დონის მზომი და ნელექმზომი მოწყობილობები დაამონტაჟეს. თბილისის მერი მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სისტემის სამუშაო პროცესს გაეცნო. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner