„ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა ერაყში ძველი ასირიული ტაძარი ააფეთქეს. შესაბამისი ვიდეო მათ ინტერნეტში გამოაქვეყნეს.
გაერო-მ ამ ვიდეოკადრების ავთენტურობა უკვე დაადასტურა. ექსტრემისტებმა რომ 3 ათასი წლის „სიბრძნის პანთეონი" გაანადგურეს, კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებითაც დასტურდება.
ქალაქი ნიმრუდი, რომელსაც ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკები" აკონტროლებენ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIII საუკუნეში დაფუძნდა. ექსტრემისტებმა აქ უკვე რამდენიმე ისტორიული ძეგლი გაანადგურეს.