logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს
- +

18 იანვარი. 2020. 02:20

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.

 

მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისა და საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისთვის კიდევ უფრო მეტი დინამიურობის შესაძენად“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

 

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო.  ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი დაესწრო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner