„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2023 წლამდე გააგრძელეს“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ განაცხადა.
„გამოვიდა სააკაშვილის ერთ-ერთი ამფსონი და თქვა, რომ C ჰეპატიტის პროგრამა ჩავარდა. 60-დან 80 ათას დოლარამდე ღირს ერთი მკურნალობის კურსი, მე გავიარე ეს კურსი და 2 კურსი დამჭირდა. საქართველო, 97%-იანი განკურნების მაჩვენებლით, მსოფლიოში ხუთ ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებულია. ყველა პაციენტს თავისი მიდგომა უნდა და ის ექიმები, რომლებიც საჭირო პროცედურებს ატარებენ, იმდენად კარგად გაერკვნენ ამ პროგრამაში, რომ ყველაზე კარგი შედეგი მსოფლიოში აქვს საქართველოს. წარმოიდგინეთ, 12 000 კაცი ახლა გადის მკურნალობის კურსს და 18 ათასი კაცი კიდევ ელოდება. მეტსაც გეტყვით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2023 წლამდე გააგრძელეს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.