logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: გადატრიალების, რევოლუციისა და ბუნტის მეტი „ნაციონალებს“ არაფერი გაუკეთებიათ
- +

18 იანვარი. 2020. 15:34

 

„გადატრიალების, რევოლუციისა და ბუნტის მეტი „ნაციონალებს“ არაფერი გაუკეთებიათ და არც არაფერი იცოდნენ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ხელში აიღეს ძალაუფლება, რომელიც ქუჩაში ეგდო“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

 

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რაც ხდებოდა 90-იან წლებში, ეს იყო სრული კატასტროფა. ბიუჯეტი იყო 500 000 მანეთი. მას შემდეგ, რაც ზურაბ ჟვანია გახდა, 5 მილიარდზე აიყვანეს და ეს იყო საშინელი წინსვლა. იმ პირობებში, როდესაც დარაჯიდან პრემიერ-მინისტრამდე ყველა ქრთამს იღებდა, იმის ფონზე, ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგა და მე იმ მთავრობის წევრი ვიყავი, 4 თვის თავზე აბსოლუტურად ნათელი გახდა, ვისთან გვქონდა საქმე“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner