logo_geo
eng_logo
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
- +

18 იანვარი. 2020. 15:55

 

თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაშავდა 6 ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ადგილზე მობილიზებულია საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტი და საპატრულო პოლიცია.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner