logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ევროპა ნაკლებადაა დაინტერესებული ლიბიაში სამხედრო დახმარების გაგზავნით
- +

18 იანვარი. 2020. 16:26

 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ევროპას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს თურქეთის მოქმედებებს ლიბიაში. მისი თქმით, ანკარას ლიბიის კონფლიქტის დასრულება სურს.

 

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპა ნაკლებადაა დაინტერესებული, ლიბიაში სამხედრო დახმარება გაგზავნოს, მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თურქეთს დაუჭიროს მხარი, რომელმაც ტრიპოლს სამხედრო დახმარება უკვე აღუთქვა“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

მისივე თქმით, ანკარა ლიბიის უსაფრთხოების ძალებს დაეხმარება ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან და სხვა სერიოზულ საფრთხეებთან ბრძოლაში.

 

შეგახსენებთ, მოსკოვში წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, ლიბიის გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი ფაიეზ სარაჯი და ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფტარი ხვალ ბერლინში შეხვედრას გამართავენ, სადაც სავარაუდოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner