logo_geo
eng_logo
მანანა თოქმაჯიშვილი: ჩემს კოლეგებს რატომღაც დაავიწყდათ...
- +

19 იანვარი. 2020. 02:02

 

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემს კოლეგებს ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ ამის გახსენება, მაგრამ რატომღაც დაავიწყდათ - ზუსტად კორუფციის პრევენციაზე საუბრით დაიწყო თბილისის მერმა შარშან პირველი მთავრობის სხდომა. მან მოადგილეებს, გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა სთხოვა.

 

უფრო მეტიც, იმავე საკითხზე გააკეთა განცხადება კახა კალაძემ 2018 წლის პირველ მთავრობის სხდომაზეც.

 

ჰოდა, რა ვიცი აბაა...

 

როგორც იტყვიან, ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის.

 

სკანდალი არსად დაგეკარგოთ“, - წერს თოქმაჯიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner