logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალს მუქარასა და ხულიგნობაში წაუყენებენ
- +

18 იანვარი. 2020. 18:59

 

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალს მუქარასა და ხულიგნობაში წაუყენებენ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, რობაქიძე, რომელსაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, გუშინ დააკავეს.

 

რობაქიძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

 

ვახტანგ რობაქიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგენენ, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვახტანგ რობაქიძეს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner