რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრები, როინ და გიორგი ზაუტაშვილები დააკავეს.
ზაუტაშვილები ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდნენ, რა დროსაც მათთან შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და დააკავეს. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.