გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდნეიმე წუთის წინ პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავა.
როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნატა ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ნატა ფერაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოდან ჩანს, რომ ინციდენტის ადგილას ტრანსგენდერი ქალები იმყოფებოდნენ, რომლებიც სამართალდამცველების მხრიდან მათი მეგობრის დაკავებაზე რეაგირებას ითხოვდნენ.