logo_geo
eng_logo
იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
- +

19 იანვარი. 2020. 11:48

 

 

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი მონაცემებით, გულის შეტევა სახელდება.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია.

 

„საკონსულო მომხდარის შესახებ საქმის კურსშია. მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ უწყებაში.

 

ქართველი ახალგაზრდის გადაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე სადეპორტო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner