ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ტაძრის ეზოში, ემბაზში წყალი აკურთხა.
„მე ვიცი, რომ უნდა შეკრებილიყო წმინდა სინოდი და თუ რატომ არ შეიკრიბა, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა ვწუხვარ, რომ არ შეიკრიბა. ჩვენ ვიცით, რომ სულ ცოტა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქმა ბრძანა, რომ საერთოდ ორჯერ კი არა, უფრო მეტად, ხშირად უნდა შევიკრიბოთო. რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
კითხვაზე, დააყენებს თუ არა სინოდის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობის საკითხს, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ დღის წესრიგს თითონ არ ადგენს.
„დღის წესრიგს მე არ ვადგენ და როგორც ნებისმიერი მღვდელმთავარი, ვეცდებით, შესაძლებლობების ფარგლებში დავაყენოთ ყველა ის სკითხი, რაც მიგვაჩნია, რომ აქტუალურია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი სწორედ ეს არის“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.