„BBC"-ს ცნობით, დამასკოს სამხრეთ ნაწილში მდებარე გარეუბან საიდა ზეინაბში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდასხმის დროს, ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, ხოლო მეორე თავდასხმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დამასკოს აღნიშნულ გარეუბანში სირიის უწმინდესი - შიას სალოცავი მდებარეობს.