„მმართველობის სისტემა არის კარგად აწყობილი და ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„გიორგი გახარია საკმაოდ მძლავრად არის თავის პოზიციაზე და ეს არ არის მხოლოდ მისი პოზიცია. მმართველობის სისტემა არის კარგად აწყობილი და ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ბოლო ეტაპზე, ბოლო აკორდი, ალბათ იქნება იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომელიც გულისხმობს არა მარტო ინფრასტრუქტურას, არამედ სოციალურ თემებს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისათვის ნათელი იქნება ჩვენი პოლიტიკა და ამის წარმატების გარდაუვალობა.
რეალობა არის ის, რომ ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და გახარია არის ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.