logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილისადმი მუქარაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
- +

19 იანვარი. 2020. 17:18

 

დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე დაკავებულ პირს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

 

სასამართლოს ვახტანგ რიბაქიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო ღონისძებად გირაოს გამოყენების შუამდგომლობით ბრალდების მხარემ მიმართა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და რობაქიძეს გირაოს სახით 7 000 ლარის გადახდა დააკისრა.

 

გარდა ამისა, რობაქიძეზე ადვოკატის ინფორმაციით პოლიციის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა უკვე დაიწყო. ადვოკატმა როლანდ შონიამ ასევე მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და მისი აცილებაც მოითხოვა, რაზეც უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

შემთხვევა 14 იანვარს ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ოჯახთან ერთად ვახშმობდა. შემთხვევის შედეგად შსს–მ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა ),მეორე მუხლის გ ქვეპუნქტით (აესრულწლოვანის მიმართ მუქარა ) და 239 მუხლით მიმდინარეობს რაც ხულიგნობას გულისხმობს. თავიდან რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, მან სამდღიანი პატიმრობა უკვე მოიხადა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 მარტს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner