ეტყობა „NDI“-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნიტონი ალზედ„კრეატიულად“ უდგება ქართული ხალხურ პოეზიას. განსაკუთრებით კი ბალადას„ვეფხისა და მოყმის შესახებ“.
დასტურად?
შეიძლება მოვიყვანოთ ამ აღიარებული ორგანიზაციის მონდომება ევრონაცდავით ბაქრაძის „დიდი პოლიტიკოსად“წარმოჩენის შესახებ.
როგორც ირკვ(ლ)ევა ბნი დავითის სიყვარული „NDI“-ის საქართველოს წარმომადგენლობას შიგ კაკალ გულში ჯერ კიდევ ბაქრაძის ნაცობისას (თუმცა ნაცსა და ევრონაცს შორის სხვაობას ვერ ვხედავ. ეს ერთი მედლის ორი მხარეა) 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩავარდნია.
სახელდობრ იმ დროს, როდესაც ქვეყნის მმართველი ნაცელიტა რუსთმოძალებისას ქვეყნიდან გაქცევას ერთმანეთს ეცილებოდა და წითელ ხიდზე ერთმანეთს თხებივით თავზე ახტებოდა.
„გმირი“ დავითი მოსახლეობას მიმართავდა:
მყარად აეღოთ ხელში დანა-ჩანგალი ისე შებრძოლებოდნენ მომხვდურთ.
იმ დღიდან მოყოლებული, „NDI“ - ეს მსოფლიოში სახელგანთქმული და სამწუხაროდ საქართველოში თავისი ქმედებებით ხალხისაგან გულაცრუებული ორგანიზაცია უკვე მერამდენე წელია ავრცელებს თავის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მემილიონედ ხარისხში აყვანილ სიცრუეს.
და დროგამოშვებით თვითშემოქმედებით უსაზღვროდ ზრდის ჩანგლებით მეომარი აღზრდილი შვილის დავითის თვითრეიტინგს.
ეტყობა ქალბატონ თორნიტონს თავისი ოფისის ლოზუნგად ჩვენს ქვეყანაში ქართული ოპერის მოდიფიცირებული მელოდია „აგანგალა ჩანგალა, პოლიტიკოსობს ბაქნალა“ აურჩევია.
ასე თუ გააგრძელეს საქართველოში „NDI“-ის ადგილობრივმა დაქირავებულებმა „ღრმად საფუძვლიან კვლევა“, ახლო მომავალში ალბათ დავით ბაქრაძე მოგვევლინება მსოფლიოს XX-XXI საუკუნეებისსაუკეთესო პოლიტიკოსად და სარდალ მეომრათ .
და ბოლოს...
ფრიად სამწუხაროა, ფრიად სამწუხარო, თუ რატომ აყენებს უხერხულ მდგომარეობაში დემოკრატიისა და თავისუფლების ფლაგმანს, ჩვენს დიდი მეგობარსა და სტრატეგიული მოკავშირეს ეს ორგანიზაცია.
სწორედ, აი ეს არის საკითხავი ქნო ლორა?
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე.