logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონმა და ემანუელ მაკრონმა ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების სურვილი
- +

19 იანვარი. 2020. 20:58

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ირანის ბირთვული შეთანხმებისადმი ერთგულება დაადასტურეს. ამის შესახებ „Reuters“ წერს.

 

„ლიდერებმა ბირთვული შეთანხმებისადმი ერთგულება დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს, ხანგრძლივი სამუშაო გეგმის შემუშავებაა საჭირო“, - ნათქვამია ლიდერების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ჯონსონმა და მაკრონმა სამუსაო შეხვედრა ბერლინში, ლიბიის საკითზე საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩაატარეს.

 

ჯონსონი და მაკრონი ირანის ირგვლივ შექმნილი ვითარების დეესკალაციისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 14 იანვარს დონალდ ტრამპს ირანთან ახალი შეთანხმების გაფორმება სთხოვა, რომლის ფარგლებში თეირანს არასოდეს ექნება ატომური იარაღი. ჯონსონის გეგმით, ე.წ. „ტრამპის შეთანხმებამ“ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება უნდა ჩაანაცვლოს.

 

5 იანვარს თეირანმა განაცხადა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებულ ურანის გამდიდრებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმების სიკვდილს არ ნიშნავს.

 

„არა, შეთანხმება მკვდარი არ არის. მაგრამ ეს იყო შეთანხმება აშშ-სთან, აშშ-მა კი შეთანხმება დაარღვია. რამდენ ხანს გაგრძელდება შეთანხმება ტრამპთან?“, - თქვა ზარიფმა.

 

თეირანის 5 იანვრის განცხადების შემდეგ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ დავების მექანიზმი აამოქმედეს, რამაც შესაძლოა, გაეროს მიერ ირანისთვის სანქციების დაწესება გამოიწვიოს. ირანმა ამას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner