ოსმა ძალოვნებმა ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრი ვახტანგ მჭედლიშვილი და სოფელ ფლავისმანში მცხოვრები გიორგი სოხატერი გაათავისუფლეს.
ორივე მათგანი 9 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა დააკავეს.
ჯარიმის, 2 ათასი რუბლის გადახდის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა მჭედლიშვილი და სოხატერი ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.