logo_geo
eng_logo
თედო კობახიძე: იგეგმება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ ბინძური კამპანიის დაწყება
- +

11 ივნისი. 2016. 15:36


თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც მისი ოჯახის მიმართ შესაძლო ცილისმწამებლური კამპანიის აგორებაზე საუბრობს. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„როგორც ჩანს, გარკვეულ პირთა ჯგუფის მხრიდან წინასაარჩევნოდ იგეგმება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული მორიგი ბინძური კამპანიის დაწყება, თუმცა, ეს სპექტაკლი ვეღარ შედგება, რადგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით ათი დღის წინ მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს და საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი საჩივრის საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება, სწორედ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ საქმის დეტალებზე, თუმცა აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს კონკრეტული ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის გამოყენების ფაქტი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის. როგორც აღვნიშნე, საკითხს მიეცა სამართლებრივი მსვლელობა და დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო ორგანოები უზრუნველყოფენ სიმართლის დადგენასა და დამნაშავე პირთა (თუ ასეთი არსებობს) გამოვლენასა და მათ მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას", - ნათქვამია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner