logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მაღალი ალბათობით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება პარლამენტში წარმოდგენილი
- +

20 იანვარი. 2020. 12:42

 

„მაღალი ალბათობით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ექნება მხარდაჭერა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, შოთაძემ თავის დროზე თანამდებობის დატოვებაზე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

 

„ჩვენ მხარს დავუჭერთ მის კანდიდატურას. რეალური ისტორია შოთაძესთან დაკავშირებით არის ის, რომ გენერალური პროკურორობის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით, პროკურატურამ გახსნა, გამოიძია და პასუხისგებაში მისცა დამნაშავეები არაერთ გახმაურებულ საქმეებზე. პროკურატურა იყო ეფექტური. შემდეგ რა მოხდა? მოხდა ის, რომ ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი და იყო პროტესტი, საზოგადოებას ჰქონდა კითხვები მასთან დაკავშირებით, ის დადგა არჩევანის წინაშე, მორალური პასუხისმგებლობაა მთავარი თუ არის თანამდებობა და სკამი და მან მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება, დატოვა თანამდებობა. ამით მშობლებს, დაზარალებულებს აჩვენა, რომ მისთვის თანამდებობა არ არის მთავარი. მისთვის მთავარია მორალური ღირებულებები და სტანდარტი იყოს დაცული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ცნობისთვის, გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner