logo_geo
eng_logo
სომალის ისლამისტურმა დაჯგუფება აშ-შაბაბმა სიკვდილით დასჯის საჯარო ჩვენება მოაწყო
- +

11 ივნისი. 2016. 15:37


„BBC"-ს ცნობით, სომალის ისლამისტურმა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა" სიკვდილით დასჯის საჯარო ჩვენება მოაწყო. „ალ-ქაიდასთა" დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ სიკვდილით 4 ადამიანი დასაჯა.



სასამართლომ მათ სასიკვდილო განაჩენი ამერიკის შეერთებული შტატებისა და კენიის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო გამოუტანა. ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების განმარტებით, ბრალდებულები აშშ-ს მათი ლიდერების კვალის პოვნასა და ლიკვიდირებაში ეხმარეოდნენ.



„აშ-შაბაბი" სიკვდილით დასჯის საჯარო ჩვენებებს ხშირად აწყობს. გასულ წელს მათ რამდენიმე ადამიანს ბრალი ჯადოქრობაში წაუყენეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner