logo_geo
eng_logo
კახა კალაძე საჩხერის ტყეში საოკუპაციო მონიშვნებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია, რაც სააკაშვილის რეჟიმმა გააკეთა
- +

20 იანვარი. 2020. 15:11

 

„ეს არის შედეგი იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წელს გააკეთა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც საჩხერის ტყეში საოკუპაციო მონიშვნები გაჩნდა.

 

„პირველი, ეს არის შედეგი იმ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების და იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წელს გააკეთა და მოახერხა. მეორე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, ქვეყნის ოკუპაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ყველაფერი შევაჩეროთ და მოვახდინოთ დეოკუპაცია“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner