„ეს არის შედეგი იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წელს გააკეთა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც საჩხერის ტყეში საოკუპაციო მონიშვნები გაჩნდა.
„პირველი, ეს არის შედეგი იმ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების და იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წელს გააკეთა და მოახერხა. მეორე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, ქვეყნის ოკუპაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ყველაფერი შევაჩეროთ და მოვახდინოთ დეოკუპაცია“, - განაცხადა კალაძემ.