logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „რუსთავის 2“-ის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება
- +

11 ივნისი. 2016. 15:49


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მარკ ტონერი აცხადებს, რომ „რუსთავი 2"-ის საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და სასამართლოს გზის გადაწყდეს.


მისი თქმით, ის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა, ფაქტობრივად, „რუსთავი 2"-ის მოსარჩელე მხარისთვის გადაცემას გულისხმობს.


„ჩვენ ასევე ვიცით, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი მუშაობას სააპელაციო პროცესის დასრულებამდე განაგრძობს.

 

მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა დემოკრატიის ფუნდამენტად ითვლება და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოსთვის წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ასე რომ, ჩვენ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საკითხის გადაწყვეტა სასამართლო გზით განაგრძონ, რათა საქართველოს დემოკრატიული განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ", - აღნიშნა მარკ ტონერმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წილების 60 პროცენტი, მის კომპანია „პანორამას" კი 40 პროცენტი მიეკუთვნა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner