logo_geo
eng_logo
გურამ ნიკოლაშვილი: კონგრესმენი მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერასგან“
- +

20 იანვარი. 2020. 18:48

 

„კონგრესმენი მარკვეინ მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერა რისორსისგან“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა „ტვ იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

 

მისი თქმით, წერილში, რომლის ადრესატი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ოკლაჰომის მეორე საარჩევნო ოლქიდან არჩეული კონგრესმენი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ამერიკული კომპანიები იჩაგრებიან საქართველოში, რაც ჩრდილს აყენებს მთლიანად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ამის მაგალითად ტეხასური კომპანია „ფრონტერა“ მოჰყავს.

 

„ეს ყბადაღებული კომპანია უკვე 25 წელია, საქმიანობს საქართველოში და ორ წელიწადში ერთხელ გვახსენებს თავს საქართველოში ზღაპრული რაოდენობის ნავთობისა და გაზის აღმოჩენის შესახებ განცხადებით. კომპანია „ფრონტერას“ წინააღმდეგ ზუსტად ორი წლის წინ დაიწყო დავა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ და მას კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობას ედავებიან.

 

აშშ-ში ლობისტთა საქმიანობის გამჭვირვალობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიან პლატფორმაზე, „opensecrets.org“-ზე ვკითხულობთ, რომ კონგრესმენი მარკვეინ მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც ფული აქვთ მიღებული „ფრონტერა რისორსისგან“ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. ამერიკულ პოლიტიკაში ეს სრულიად ყოფითი და რუტინული ურთიერთობა ქართულ პოლიტიკაში დიდი რიხით შემოვიდა მას შემდეგ, რაც პატივცემულმა კონგრესმენმა ქართული ოპოზიციური პარტიების ნარატივით აგებული წერილი შეადგინა, „ტვიტერზე“ ატვირთა და საქართველოს მთავარი პარტიული ტელევიზიაც მითაგა“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

 

როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, ცხადია, წერილი მყისიერად აიტაცა პოლიტიკურმა სპიკერატმა სრულიად ოდიოზური შეფასებებით და მორიგი აპოკალიპსური სურათი წარმოგვიდგინა.

 

„როგორც რომან გოცირიძე იტყოდა, „ფრონტერას“ მაღალი აფერა დანომრილი ლობისტებიდან ქართველ პოლიტიკოსებზეც გავრცელდა. კომპანიისა და ოპოზიციის ინტერესები დაემთხვა მთავარ საარჩევნო სტრატეგიაში, მაქსიმალურად დესტრუქციულად წარმოაჩინონ მთავრობის საქმიანობა, დაადანაშაულონ პროდასავლური კურსის გადახვევაში და როგორც არგუმენტი, მოიხმონ ნებისმიერი სახის უცხოური წყარო“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner