logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: სააკაშვილმა ბოკერია მოლაშვილის წამებაში ამხილა!
- +

20 იანვარი. 2020. 19:04

 

„როგორც ჩანს, სააკაშვილს ვიღაცამ უთხრა - შე იდიოტო, ბოკერიას დანაშაულზე რომ ლაპარაკობ, შენ ხომ, სულ ცოტა, ამ დანაშაულის დამფარავი გამოდიხარო?! “ - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი გიგაური „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„ენაჭარტალა სააკაშვილმა თავისი „ჯიბის გვარამიას“ გადაცემაში, პირდაპირ, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ 20 ივნისის ღამეს სისხლი სწორედ მან დაღვარა. სააკაშვილის წამოროშვის გამო თავისი ფიურერყოფილი თვით ბოკერიამაც მწარედ გააკრიტიკა - ასეთი არაადეკვატური კაცის ადგილი პოლიტიკაში არ არისო! ვალში თავის ყოფილ გებელსს არც სააკაშვილი დარჩენია და 13 ივნისს, გამთენიის 1.44 საათზე მისთვის ჩვეული გრამატიკული შეცდომებით სავსე ფეისბუქ-პოსტი დაწერა:  „ვაფრთხილებ გიგა ბოკერიას, ზუსტად ჩემი ადგილია პოლიტიკაში და სანამ ბოლომდე პირი არ გამიღია, ცოტა წესიერად ილაპარაკოს. ერთი მოლაშვილის საქმე ეყოფა მაგას!“

 

სააკაშვილმა ეს პოსტი ორ საათში აიღო, მაგრამ ის უამრავმა ადამიანმა ნახა, დააკომენტარა და დააკოპირა კიდეც. როგორც ჩანს, სააკაშვილს ვიღაცამ უთხრა - შე იდიოტო, ბოკერიას დანაშაულზე რომ ლაპარაკობ, შენ ხომ, სულ ცოტა, ამ დანაშაულის დამფარავი გამოდიხარო?! ანუ სააკაშვილმა ბოკერია მოლაშვილის წამებაში ამხილა! ესეც კიდევ ერთი საჩუქარი გენპროკურატურას, თუ რეალურად სურს, გამოიძიოს, როგორ აწამა გიგა ბოკერიამ პატიმრობაში მყოფი სულხან მოლაშვილი. ამაზე ხომ თავად ცხონებული მოლაშვილიც ლაპარაკობდა“, - წერს გიგაური.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner