logo_geo
eng_logo
დიდველის სათხილამურო ტრასა გაიხსნა
- +

20 იანვარი. 2020. 19:14

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, დიდველზე „ნოდოს“ სათხილამურო გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გახსნა.

 

„წყალმომარაგების კომპანიამ“ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველყოფას. 2000-მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და ორი „ზარბაზანი“ ათოვლიანებს. „წყალმომარაგების კომპანია“ აქტიურად მუშაობს გუდაურშიც, რათა კურორტს ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭირო ოდენობის წყალი მიეწოდოს“, - ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner