logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არავის მოსვლია აზრად, შეაფასოს, ვინ არის „ფრონტერა“
- +

20 იანვარი. 2020. 20:58

 

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ოპონენტებს „ფრონტერას“ თემის ირგვლივ სპეკულაციაში ადანაშაულებს. პოლიტიკოსის შეფასებით, „ფრონტერას“ თემა არათუ სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი, არამედ ყველა აბზაცი უნდა გაიშიფროს.

 

კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ვოლსკიმ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ „ფრონტერას“ დაკავშირება ამერიკულ ბიზნესთან საკმაოდ გადაჭარბებულია, რადგან მისი ინფორმაციით, ის ტეხასური კომპანია აღარ არის.  

ყოველდღიური, ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს აშშ-ადმინისტრაციასთან. ამას კი არ აანალიზებს ვინმე და მალინის განცხადება გამოჰყავთ სამსჯელოდ, რომელიც რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავებულ, სხვა რამეს ამბობს. არავის მოსვლია აზრად, შეაფასოს, ვინ არის „ფრონტერა“ და რას წარმოადგენს ის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მან ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეფასებები გაახსენა, როდესაც მისი თქმით, 2016 წელს ზუსტად ამერიკული კომპანიის საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ განცხადებებს, ახლა კი ეს ვითარება აწყობთ.

 

ვოლსკიმ ოპონენტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ კონგრესმა არაერთხელ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ფინანსური, სამხედრო, პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner