logo_geo
eng_logo
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში რჩება
- +

20 იანვარი. 2020. 21:30

 

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება, გავრცელებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 ადამიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

 

ბრალდების მხარემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე არ დაადასტურა ერთ-ერთი ადვოკატის ინფორმაცია, თითქოს ორმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა.

საქმის პროკურორის თქმით არც დღევანდელ სხდომაზე და არც საგამოძიებო უწყებისთვის ადვოკატს ეს ინფორმაცია არ მიუწოდებია და მსგავს საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

 

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.

 

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალების დამზადების და ტრეფკინგის ბრალდებით კიდევ 11 ადამიანი 5 დეკემბერს დააკავეს.

 

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავისი არასრულწლოვანი შვილები.

 

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner