logo_geo
eng_logo
საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს
- +

20 იანვარი. 2020. 21:52

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

 

საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

აღსანიშნავია, რომ სუს-არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner