logo_geo
eng_logo
ევრო 2016 დრამატული მატჩით გაიხსნა
- +

11 ივნისი. 2016. 16:24


10 ივნისს, „სტად დე ფრანსზე" ევრო 2016-ის გახსნით მატჩში მასპინძელი საფრანგეთი რუმინეთს დაუპირისპირდა. საკმაოდ ეფექტური 15-წუთიანი გახსნის შემდეგ, ფეხბურთის მოყვარულებმა დრამატული მატჩი იხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფრანგების დიდი ანგარიშით გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, რუმინელებმა ძალიან ბევრი იბრძოლეს და საწადელთან ძალიან ახლოს იყვნენ.

პირველმა ტაიმმა ორმხრივ შეტევებში, უგოლოდ ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ძირითადად ფრანგები დომინირებდნენ, თუმცა რუმინელები ფიზიკური მომზადების ხარჯზე, ორთაბრძოლებში მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ. მატჩის 57-ე წუთზე, მეკარის შეცდომის ხარჯზე, ოლივიე ჟირუმ ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა, თუმცა 8 წუთში, „მამლების" კართან პენალტი დაინიშნა მას შემდეგ, რაც პატრის ევრამ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია. ბოგდან სტანჩუმ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

რუმინელები, ყველასათვის მოულოდნელად, ნამდვილ სენსაციას წარმოგვიდგენდნენ, რომ არა დიმიტრი პაიე, რომელმაც 88-ე წუთზე, ულამაზეsი და უზუსტესი შორეული დარტყმით აიღო მეტოქის კარი, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 2:1 დააფიქსირა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოაპოვებინა.

A ჯგუფის მეორე მატჩი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, რომელშიც ალბანეთი შვეიცარიას დაუპირისპირდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner