ზუგდიდში პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, გამოძიება კი სისხლის სამართლის ორი მუხლით – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და სამართალდამცველზე თავდასხმის მცდელობის მუხლების მიმდინარეობს.
შსს-ს თქმით, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.