logo_geo
eng_logo
რუსეთის პრეზიდენტმა დუმას კონსტიტუციურ ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა
- +

20 იანვარი. 2020. 22:48

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში წარადგინა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი.

 

სახელმწიფო დუმის საკანონმდებლო ბაზის მონაცემების მიხედვით, ცვლილებები მოიცავს შემდეგ წინადადებებს:

 

  • სახელმწიფო საბჭოს ფორმირება, რომლის სტატუსსაც განსაზღვრავს ფედერალური კანონი;

 

  • მინიმალური ხელფასი უნდა გაუტოლდეს საარსებო მინიმუმის ნიშნულს;

 

  • პენსიის რეგულარული ინდექსაცია;

 

  • პრემიერმინისტრისა და მთავრობის წევრების დანიშვნა მოხდება პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო სათათბიროს დამტკიცების შემდეგ (მინისტრთა კაბინეტის მეთაური და მინისტრი უნდა იყვნენ რუსეთის მოქალაქეები 30 წლის ზემოთ, არ უნდა ჰქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა ან ბინადრობა);

 

  • პრეზიდენტი უნდა იყოს რუსეთის მოქალაქე, 35 წელს მიღწეული, ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს არანაკლებ 25 წელი, და არ ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, არც თანამდებობის დაკავებისას და არც მანამდე;

 

  • იკრძალება ერთი და იგივე ადამიანის მიერ საპრეზიდენტი ვადის დაკავება ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ;

 

  • საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეების, ასევე მათი მოადგილეებისა და მოსამართლეების დანიშვნა მოხდება ფედერაციის საბჭოს მიერ პრეზიდენტის წარდგენით;

 

  • საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოება (საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მოთხოვნით ამოწმებს კანონების კონსტიტუციურობას სახელმწიფოს მეთაურის ხელის მოწერამდე);

 

  • გენერალური პროკურორის და მისი მოადგილეების დანიშვნა, ასევე გათავისუფლება, ფედერაციული საბჭოს მიერ პრეზიდენტის წარდგენით;

 

  • რუსეთის კონსტიტუციას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, უნდა ჰქონდეს უპირატესი ძალა საერთაშორისო შეთანხმებებსა და კონვენციებთან მიმართებაში.

 

  • სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი შეიძლება გახდეს რუსეთს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი და არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა.

 

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის განზრახვაზე ამ წლის 15 იანვარს, ფედერაციის საბჭოს წინაშე ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას ისაუბრა.

 

როგორც ვარაუდობენ, საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინს საშუალებას მისცემს ძალაუფლება საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგაც შეინარჩუნოს, რომელიც 2014 წელს იწურება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner