logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: მარკუეინ მალინი თავს უფლებას აძლევს, ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს
- +

21 იანვარი. 2020. 02:06

 

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელმაც სიხარულით გაიზიარა კონგრესმენ მალინის განცხადება, ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობის და ცნობიერების ადამიანია.
 

ბექა ნაცვლიშვილმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, მარკუეინ მალინის ღია წერილთან დაკავშირებით, რომელშიც ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენი თავს უფლებას აძლევს, ის კომპანია დაიცვას, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს პირდაპირ არღვევს:

 

„ვისაც რეალურად აინტერესებს, რა ხდება „ფრონტერას“ საკითხზე, შეუძლია, დედოფლისწყაროში ჩავიდეს. მე-11 თვეა ხელფასი არ აუღია იქ დასაქმებულებს. ვისაც გული შესტკივა კომპანია „ფრონტერას“ მიმართ, ამ კომპანიის საქმიანობას გადახედოს არამხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს. იქ ადამიანებს არც სპეცაღჭურვილობა აქვთ, რომლითაც ისინი უნდა მუშაობდნენ და დასაქმებულები უნდა იყვნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, 11 თვის ხელფასი არ აუღიათ და რომელიღაც ამერიკელი პოლიტიკოსი, არ ვიცი რა მოტივაციით, ფული აქვს აღებული თუ გაუთვითცნობიერებელია ამ ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს, რაც არის ძალიან ცუდი“, - აცხადებს დეპუტატი.

 

მისივე თქმით, ამერიკელი კონგრესმენი ამ თავისი განცხადებით, იმ კომპანიის უფლებებს იცავს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს პირდაპირ არღვევს და ექსპლუატაციას ახდენს საქართველოს მოქალაქეების და იქ დასაქმებულების.

„ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელმაც ასე სიხარულით გაიზიარა კონგრესმენ მალინის განცხადება, ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობის და ცნობიერების ადამიანია, რომელსაც ამ ქვეყნის ბედი არავითარ შემთხვევაში ხელში არ უნდა ჩავუგდოთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner