logo_geo
eng_logo
ბრიტანეთში დედოფლის 90 წლის იუბილეს აღნიშნავენ
- +

11 ივნისი. 2016. 16:25


ბრიტანეთში დედოფლის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. დილიდან სამეფო ოჯახის წევრები, საპატიო სტუმრებთან ერთად, ლონდონში, წმინდა პოლის კათედრალში შეიკრიბნენ.


მიწვეულ სტუმრებს შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლეც იყვნენ.


ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტი უკვე 64 წელია, უკავია და ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მონარქია. დედოფალი 90 წლის აპრილში გახდა, თუმცა დედოფლის იუბილეს ბრიტანელები ტრადიციულად ივნისში აღნიშნავენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner