logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე ვიმსჯელოთ
- +

21 იანვარი. 2020. 11:24

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობის საფუძველი არ არსებობს და გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას.

 

„მე არ ვადასტურებ თქვენს ვერსიებს, ეს მაინც უფრო „შავ პიარად“ და პიარ-სპეკულაციებად მიმაჩნია, იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, დღეს ჩვენ ვიმსჯელოთ სამთავრობო ცვლილებებზე. ბატონი გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას“, - განაცხადა თურნავამ, როდესაც უპასუხა მედიის კითხვას, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას შესაძლო ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner