logo_geo
eng_logo
ლიზა გეგეჭკორი: ამერიკელი კონგრესმენის ღია წერილი, ქვეშ მონიშნული მხოლოდ ორი ტელეკომპანია და დიდი გაურკვევლობა - რა ვიცით „Frontera Resources“-ის შესახებ
- +

21 იანვარი. 2020. 11:57

 

 

„ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი, გარდა რიგი კომპანიებისა თუ პიროვნებებისა, წლებია, ლობირებს ამერიკული ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია „Frontera Resources“-ს“, - ამბობს „POSTV“-ის „მედიარენტგენის“ ავტორი და წამყვანი ლიზა გეგეჭკორი.

 

„მედიარენტგენმა“ გაარკვია, რომ ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია 1996 წელს აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია აღმოსავლეთ ევროპაში გაზისა და ნავთობის მოპოვება. საქართველოში საქმიანობა 1997 წლიდან დაიწყო. კომპანია კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, მე-12 სალიცენზიო ბლოკზე აწარმოებს. საქართველოში საქმიანობისთვის „Frontera Resource“-მა 1997 წლის 7 აგვისტოს შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ დააარსა. კომპანიის 50%-ს აშშ-ში რეგისტრირებული „Frontera Resource“ ფლობს, 50%-ს კი - „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.

 

„1997 წლიდან დღემდე „Frontera Resource“-მა არაერთხელ გამოაცხადა, რომ საქართველოში გაზის დიდ მარაგს მიაგნო. 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანიამ კიდევ ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს კახეთში 3.8 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მარაგი აღმოაჩინა. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში რესურსების მოპოვების შესახებ წლიური ანგარიშის პრეზენტაციზე კომპანიის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პრეზენტაციაზე დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით მკაფიო ხედვა და სამუშაო გეგმა არ გააჩნია.

 

1997 წლიდან დღემდე, „Frontera Resources“ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც აცხადებდა, რომ გაზის დიდ მარაგებს პოულობდნენ. თუმცა, ამოღებული გაზის რაოდენობა არასოდეს ემთხვეოდა კომპანიის მიერ გამოცხადებული რესურსის ოდენობას. 2015 წელს „Frontera Resources“-ის შემოსავალმა ნედლი ნავთობისა და გაზის მოპოვებით 3,7 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო ზარალი 20,5 მილიონი დოლარი იყო.

 

კომპანიის კრიტიკოსების მოსაზრებით, „Frontera Resources“ ცდილობს, თავი აარიდოს 30-მილიონდოლარიან ვალს, რომელიც მან პირველ აგვისტომდე უნდა გადაიხადოს. კომპანია „Frontera Resources“-ის განცხადებით კი, ვალებზე პასუხისმგებელი მათი შვილობილი კომპანია „Frontera Resources Holding LLC“-ია. ეს უკანასკნელი 2011 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული და მის 100%-ან წილს თავად „Frontera Resources“ ფლობს.

 

„გაკოტრების შესახებ“ აშშ-ის კანონმდებლობის მე-7 მუხლის თანახმად, რომელიც კომპანიის სრულ ლიკვიდაციას გულისხმობს, „Frontera Resources Holding LLC“ გაკოტრების შესახებ განაცხადი გააკეთა. „Frontera Resources“-მა შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა.

 

ენერგეტიკის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ გზით კომპანია ცდილობს, გადასახადებს თავი აარიდოს და ვალები მის შვილობილ კომპანიას გადააწეროს. ბრიტანული გამოცემა proactiveinvestors.uk-ის ანალიტიკოსის აზრით, ის, რომ მენეჯმენტი ასეთი მანევრებით ვალებისგან თავის არიდებას ცდილობს, ან ინტელექტის დეფიციტზე მიანიშნებს, ან მორალურ დეფიციტზე ან ორივეზე ერთად“, - ამბობს „მედიარენტგენის“ წამყვანი.

 

ლიზა გეგეჭკორი ისხენებს გამოცემა „ტაბულას“ სტატიას, სადაც 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „Frontera Resources“-ის ისტორიას უკავშირებს ისტორიას აფერისტ ინჟინერზე, რომელმაც მიწაში მცირე ოდენობით ნავთობი ჩაასხა, რაღაც დროით სოფლიდან გაქრა და შემდეგ ყანაში აღმოჩენილ არნახული ოდენობის ნავთობზე ატყუებდა ადგილობრივებს.

 

„სწორედ „ფრონტერას“ აქტიურ ლობისტად გვევლინება კონგრესმენი მარკუეინ მალინი. სულ ცოტა ხნის წინ გახარიას ღია წერილი მისწერა, მთავრობა გააკრიტიკა და აღნიშნულ ტვიტზე, ქვემოთ მიხეილ სააკაშილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გამპრავებელი, ე.წ. „მთავარი არხი“ და ტვ „პირველი“. ცოტა უცნაური ამბავია, ანუ გამოდის, რომ სავარაუდოდ ნაციონალები ვერ გარკვეულან, სად, რა და რატომ არ უნდა წერონ, ან პირიქით, წერონ...“ - ამბობს გეგეჭკორი.

 

წამყვანი, ასევე, იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სატელიტი პარტიის, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ნათელაშვილი ღიად ამბობს, რომ მალინთან შეხვედრისას მან კონკრეტული დაპირება მიიღო, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკული წერილის გამოგზავნით შეასრულა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner