logo_geo
eng_logo
ჩინეთმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია
- +

21 იანვარი. 2020. 12:09

 

ჩინეთის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, - წერს „France24“.

 

გუნდის ხელმძღვანელმა იონგ ნანშანმა განაცხადა, რომ ორ ადამიანს ჩინეთის სამხრეთით მდებარე პროვინციაში ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო.

 

ჯანდაცვის ეროვნული კომისიის სამუშაო ჯგუფმა ასევე დაადასტურა, რომ ვირუსი მედიცინის ზოგიერთ მუშაკსაც დაუდგინდა.

 

ჩინეთის ქალაქ უხანში დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. „BBC“-ის ინფორმაციით, ჯამში, უცნობი ვირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ამ დროისთვის 200-ს აჭარბებს.

 

ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს.

 

დაავადებულთა შესაძლო რიცხვის დასადგენად მეცნიერებმა მოდელირების მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ვირუსის თავისებურებებს, უხანის მოსახლეობის რიცხვს და ფრენების სტატისტიკას ეყრდნობა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner