ევრო 2016-ის მიმდინარე გათამაშება 10 ივნისს გაიხსნა. პირველ შეხვედრაში საფრანგეთმა დაძაბულ ორთაბრძოლაში 2:1 სძლია რუმინეთს და 3 ქულას დაეუფლა. A ჯგუფის პირველი წრის მეორე მატჩი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ალბანეთი შვეიცარიას დაუპირისიპრდება.
ეს გუნდები ტურნირზე ფავორიტთა სტატუსით ნამდვილად არ იმყოფებიან, თუმცა საკმაოდ მებრძოლ ნაკრებებს წარმოადგენენ. თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ მატჩს, რომელშიც რუმინეთმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ფავორიტ, მასპინძელ საფრანგეთს, დღევანდელ შეხვედრაში მოპოვებული ქულები შესაძლოა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდეს მორიგ ეტაპზე გასასვლელად.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობა:
ალბანეთი (4-2-3-1): ბერიშა - აგოლი, ცანა, მავრაი, ხისაი - ჯაკა, კუკელი - აბრაში, ლენჯანი, როში - სადიკუ;
შვეიცარია (4-3-3): ზომერი - როდრიგესი, ჯურუ, შერი, ლიხტშტაინერი - ჯაკა, ძემაილი, ბერამი - მეჰმედი, შაქირი, სეფეროვიჩი.