logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ჰააგის სასამართლოს დარბაზში ისტერიკაში ჩავარდნილ სააკაშვილს ვიხილავთ
- +

21 იანვარი. 2020. 15:02

 

 

„სააკაშვილი აუცილებლად დაისჯება!“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„სააკაშვილი აუცილებლად დაისჯება! მან ქართული მიწები რუსეთს მოღალატურად ჩააბარა, რაზეც ჯერ სასამართლოს არ უმსჯელია. ის ბრალდებები, რაც წაუყენეს და რისთვისაც დაუსწრებლად გაასამართლებს, არაფერია იმასთან შედარებით, რა ბრალდებებითაც ამ მოძალადე შეშლილს ხანგრძლივად გამოკეტავენ! ქართულ მართლმსაჯულებას კი გაურბის, მაგრამ ჰააგის ტრიბუნალს ვერსად დაემალება. წლეულს ბევრ საქმეს დაუსვამენ წერტილს. ფეისბუქ-ლაივების ნაცვლად ჰააგის სასამართლოს დარბაზში ისტერიკაში ჩავარდნილ სააკაშვილს ვიხილავთ.

 

სააკაშვილი, იმის გარდა, რომ შეშლილია, ბოროტიც არის და ქართულ პოლიტიკაში მაოხრებელი გზირის ფუნქციას ასრულებს. მან კარგად იცის, რომ, როგორც საერთაშორისო პროვოკატორს, პერსპექტივა არა აქვს. ხშირად ამბობს, უკრაინაში დიდ თანამდებობას მთავაზობენო და მასთან „სამაგალითოდ“ ჩასულ გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანსაც მოუყვა ზღაპრები, მაგრამ სინამდვილეში სააკაშვილი აღარაფერს წარმოადგებნს და ქართული პოლიტიკიდან გაგდებული ბუხრიდან ჩამოძრომას ცდილობს“, - აღნიშნა მძინარაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner