logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
- +

21 იანვარი. 2020. 15:56

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

 

მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

 

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა წელს კლიმატური ცვლილებებია.

 

დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

 

საქართველოს დელეგაციას ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია 30-მდე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს, მათ შორის როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner