logo_geo
eng_logo
რუსეთ-ინგლისის მატჩი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მატჩი იქნება
- +

11 ივნისი. 2016. 16:44


საფრანგეთის სპორტის მინისტრ პატრიკ კანერისგანცხადებით, რუსეთ-ინგლისის მატჩი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გულშემატკივრების შესაძლო დაპირისპირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მატჩი იქნება.



მინისტრმა რუსეთისა და ინგლისის გულშემატკივრებს შორის არსებულ დაძაბულობას ხაზი გაუსვა და ამ წინააღმდეგობას ფეთქებადსაშიში უწოდა.


ამავდროულად, კანერმა განაცხადა, რომ წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის ყველა შესაძლო ზომებს მიიღებს.



დღეს მარსელის პოლიციის თანამშრომლებმა ინგლისისა და რუსეთის გულშემატკივრების დასაშლელად და შეტაკებების გასანეიტრალებლად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner