logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: ნაცებს რა მუცლის გვრემა სჭირთ, კარგად ვიცი - ირაკლი შოთაძის ეშინიათ!
- +

21 იანვარი. 2020. 17:24

 

„ბატონი ირაკლი არის მაღალი დონის პროფესიონალი, ავტორიტეტული პიროვნება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და პასუხიმგებლობის აღებაც“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ირაკლი შოთაძე გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე „მტკიცებით სამართალში“ ლექციებს კითხულობდა. ბატონი ირაკლი არის მაღალი დონის პროფესიონალი, ავტორიტეტული პიროვნება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და პასუხიმგებლობის აღებაც. ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა და საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე სწორედ მისი კანდიდატურა წარუდგინა. ახლა კი ეს ტვინგაყინული და პროვოკატორი „ნაცები“ ისე არიან გაგიჟებულნი, ამოდენა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შეურაცხყოფასაც არ მოერიდნენ და თავიანთ ტელევიზიებსა და სააგენტოებში ათას სისულელეს როშავენ! „ნაცებს“ რა მუცლის გვრემა სჭირთ, კარგად ვიცი - ირაკლი შოთაძის ეშინიათ!

 

ეშინიათ იმიტომ, რომ ის ძალიან პრინციპული კაცია, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის 160-ზე მეტი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. სწორედ ირაკლი შოთაძის პროკურორობის დროს გამოიძიეს ის გახმაურებული საქმეები, რომლებიც ქართული მართლმსაჯულების თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ გენერალური პროკურორი გახდება, ირაკლი შოთაძე გურამ შარაძის მკვლელობის საქმესაც ბოლომდე მიიყვანს და გახსნის!“ - აღნიშნა კოპალიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner