საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის (HDP) აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლორა თორნტონს შეხვდა.
შეხვედრაზე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ იმსჯელეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს, მიმდინარე რეფორმებსა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.