logo_geo
eng_logo
ჯანი ბუკიკიოს პასუხი გიორგი პაპუაშვილის შენიშვნაზე
- +

11 ივნისი. 2016. 16:47


საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს იტალიაში, ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით წარსდგა. თავის გამოსვლაში თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დადებით მხარეებზე და მიმოიხილა პრეზიდენტის ის სამი შენიშვნა, რომელიც ვეტოს დაედო საფუძვლად. იუსტიციის მინისტრმა აცნობა ვენეციის კომისიას, რომ პრეზიდენტის სამივე შენიშვნა გაითვალისწინა პარლამენტმა და ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება არ მიიღო.



ვენეციის კომისიის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილიც იმყოფებოდა,  რომელიც სხდომის მუშაობაში  მონაწილეობდა. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობამ დაპირების მიუხედავად არ გადაგზავნა კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კანონის მიღებამდე და თან პარლამენტმა შეიმუშავა ისე სწრაფად, რომ ორ დღეში ორი მოსმენა გაიმართა.



პასუხად ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ ეს გარემოებები მისთვის ცნობილი იყო, თუმცა ეს უკვე წარსულია და განაცხადა, რომ ვენეციის კომისია საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს მიღწეულ კონსენსუსს ულოცავს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner