2020 წლის 21 იანვარს ტიანცინის პირველმა შუალედურმა სახალხო სასამართლომ ინტერპოლის ყოფილ ხელმძღვანელს, მენგ ჰონგვეის 13.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური სახელმწიფო მედია „CCTV“ ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, ჰონგვეიმ 2005-2017 წლებში, ჩინეთის პარტიული კომიტეტის წევრობისას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეობისას, სამსახურებრივი მდგომარეობა პირადი გამდიდრებისთვის გამოიყენა.
ინტერპოლის ყოფილი ხელმძღვანელი გამოძიებასთან თანამშრომლობდა. როგორც „CCTV“ წერს, ჰუონგვეი აღიარებს დანაშაულს და განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს.
ჰონგვეი ინტერპოლის პრეზიდენტი 2016 წელს გახდა. 2018 წლის სექტემბერში ის დაიკარგა, ხოლო მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჩინეთში დააკავეს.