logo_geo
eng_logo
მარიამ ავალიანი: მშობლები შვილებს სკოლაში ელექტრონული ჟურნალით გააკონტროლებენ
- +

11 ივნისი. 2016. 16:54


განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მარიამ ავალიანის განცხადებით, განათლების სამინისტრო მუშაობს პროექტზე, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მასწავლებლები ელექტრონული ჟურნალით იხელმძღვანელებენ.



იმისათვის, რომ საქართველოში არსებულ ყველა სკოლაში მოხდეს ინტერნეტჟურნალის სისტემის დანერგვა, თითოეულ საკლასო ოთახში ერთი კომპიუტერია საჭირო, რაც, მოგეხსენებათ, ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ელექტრონული ჟურნალი მასწავლებელს საშუალებას მისცემს, სისტემაში აღნიშნოს მოსწავლის ნიშნები, გაცდენები და მისი მიზეზები. ასევე მშობლებს საშუალება ექნებათ, ინტენსიურად გაეცნონ შვილების დასწრებისა და შეფასების სისტემას. ეს პროგრამა ასევე გამორიცხავს მონაცემების დაკარგვას, ყველას გვახსოვს ჟურნალების დაკარგვისა და დაწვის ისტორიები. სისტემა დაცული იქნება მაქსიმალურად და მოსწავლეებს მასში შეღწევა გაუჭირდებათ",­ განაცხადა მარიამ ავალიანმა.


მისი ინფორმაციით, სამინისტრო, საწყის ეტაპზე, ელექტრონული ჟურნალით 300 სკოლის აღჭურვას გეგმავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner